ჰაერის დაბინძურება.

 აერის დაბინძურება💙


რა განაპირობებს სურათის გაუმჭვირვალობას?

სურათზე ჩანს სინგაპურში სმოგისა და ნისლის სქელი ფენა. სმოგი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.  სმოგი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მაგალითია. 

 რა არის ჰაერის დაბინძურება?

ჰაერი ჩვენს გარშემოა. ის აუცილებელია სიცოცხლისთვის. ზოგჯერ, ადამიანი ჰაერს აბინძურებს. მაგალითად, ქარხნების და ავტომობილების მუშობისას გამოყოფილი კვამლი და მტვერი ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ჰაერის დამაბინძურებელი შეიძლება იყოს ქიმიური ნაერთები და  ნაწილაკები, რომელიც ადამიანის საქმიანობის დროს გამოიყოფა. ეს დამაბინძურებლები გავლენას ახდენენ მსოფლიოს ყველა ეკოსისტემაზე. დამაბინძურებლები ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნიან ადამიანებს, ზოგ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზიც  ხდება. დაბინძურებული ჰაერი გვხვდება როგორც გარეთ (ქალაქში, სოფელში, დაბაში), ასევს შიგნით (საკუთარ სახლში). 

გარე ჰაერის დამაბინძურებელი  ქიმიური ნივთიერებებია. გამონაბოლქვი ერევა ჰაერს. ჰაერი დაბინძურებულია, როცა ის შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებებს. გარე დამაბინძურებლები ცვლიან ატმოსფეროს ბუნებრივ მახასიათებლებს.  არსებობს პირველადი და მეორეული დამაბინძურებლები.  პირველადი დამაბინძურებლები  პირდაპირ ხვდებიან ატმოსფეროში. ხანძარი ჰაერის პირველადი დამაბინძურებელია. წვის დროს წარმოქმნილი პროდუქტები პირდაპირ ერევა ჰაერში.   სათბობი წიაღისეულის, როგორიცაა ნავთობი და ქვანახშირი, წვა  პირველადი დამაბინძურებლების ძირითადი წყაროა.  მეორეული დამაბინძურებლები    მიიღება პირველადი დამაბინძურებლების ურთიერთქმედებით მზის სინათლესთან, ჰაერთან ან ერთმანეთთან. ისინი პირდაპირი გზით არ აბინძურებენ ჰაერს, როცა ჰაერის სხვა კომპონენტთან ურთიერთქმედებენ, გარდაიქმნებიან  დამაბინძურებლად.  მაგალითად,  ოზონი  მიიღება ზოგიერთ პირველად დამაბინძურებელზე მზის სინათლის ზემოქმედებით.  ატმოსფეროში ოზონის მაღალი დონე ადამიანისთვის სახიფათოა.

ბუნებრივი ან ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ხანძარი ჰაერის დაბინძურების მიზეზია

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროა წიაღისეულის წვა, ქარხნების და ავტომობილების გამონაბოლქვი

წყარო 2 




ჰაერის დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  (WHO) ცნობით   ყოველწლიურად მსოფლიოში 2.4 მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებით.  ეს მოიცავს როგორც შიდა, ისე გარე დამაბინძურებლებს.  დაბინძურებული ჰაერით წელიწადში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვვების შედეგად.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით ჰაერის დაბინძურებით ადამიანების გარდაცვალების შემთხვევები დიდია ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია და ქვეყანა ღარიბია.
 



















ავტორი:გომციან ჰაიკანუშ

No comments:

Post a Comment

გარემოს დაბინძურება

შინარსი: გარემოს დაბინძურება  დიდ პრობლემებს იწვევს. თემა საინტერესოა და აქტუალური, რადგან ბუნება დაბინძურებულია, და საჭიროებს დასუფთავებას....